ნუგზარ ათაბეგაშვილი
განათლება
1971წ. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება
1972-1980 წლებში საპროექტო ინსტიტუტი “სოიუზდორპროექტი”, თბილისი. ხელოვნურ ნაგებობათა განყოფილების ინჟინერი
1980-1984 წლებში ქარხანა "თბილხელსაწყო", თბილისი მთავარი ინჟინერი.
1984-1990 წლებში საავტომობილო გზების სამინისტროს გორის რკინაბეტონის ქარხანა, თბილისი. მთავარი ინჟინერი.
1990-1995 წლებში ქარხანა "თბილმეტრომშენი", თბილისი მთავარი ინჟინერი.
1995-1998 წლებში საგვირაბო რაზმი "TO44", მოსკოვი დირექტორის მოადგილე.
1998-2000 წლებში შ.პ.ს. "ხიდი", თბილისი მთავარი ინჟინერი.
2000-2004 წლებში საგვირაბო რაზმი "TO44", პეტერბურგი პეტერბურგის ფილიალის დირექტორი.
2004 წლიდან შ.პ.ს. “ვანტი”-ს დამფუძნებელი, დირექტორი.
მონაწილეობდა შემდეგ სამშენებლო სამუშაოებში: ქ. სოჩის შემოსასვლელი გზა, ქ.გაგრის შემოსასვლელი გზა, ხიდი მდინარეებზე: ლიახვი, მეჯუდა, თორთლა, მტკვარი, აფიპსი და სხვა. ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საავტომობილო გზა კუნდუზი-ფაიზაბიტი, საავტომობილო გზების სამინისტროს ლითონკონსტრუქციების ქარხნის რეკონსტრუქცია, ველის საწარმოო ბაზის მშენებლობა, #5 საგზაო სამმართველოს ბაზის მშენებლობა, ქ. მოსკოვის შემოვლითი გზის მშენებლობა, სანკტპეტერბურგის შემოვლითი გზის მშენებლობა, აშენებული აქვს სარკინიგზო ხიდები ყვირილაზე, მდ. ჩარხისწყალზე, მდ. აჭყურაზე.
|