„ჩვენი მიზანია შევქმნათ საუკეთესო გარემო მუშაობისათვის და მომხმარებელს შევთავაზოთ თანამედროვე სერვისი, რაც განპირობებულია მაღალხარისხოვანი და სწრაფი მომსახურებით. შპს „ვანტმა“ ძალიან მოკლე დროში მოახერხა საქართველოს ბაზარზე დამკვიდრება. ჩვენ ვგეგმავთ უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან და მომავალშიც დავეხმაროთ ჩვენს თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა მზად ვიყოთ მომავალი გამოწვევებისათვის. კომპანია მადლობელია მასში მომუშავე პერსონალისა და პარტნიორებისადმი, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს შპს ვანტის კარგი იმიჯის შექმნასა და მის სწრაფ განვითარებაში.“

ნუგზარ ათაბეგაშვილი. დირექტორი


შპს „ვანტი“ დაარსდა 2005 წლის აგვისტოში, პარტნიორების, ნუგზარ ათაბეგაშვილისა და აკაკი ლოლუას მიერ. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ხიდების პროექტირება – მშენებლობა. დამფუძნებელთა გუნდმა, რომელიც დღეს ქმნის ფირმის მენეჯმენტს, შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია მაღალ ხარისხსა და საუკეთესო სერვისზე, რამაც განაპირობა წლიური ბრუნვის ზრდა თითქმის ათჯერ 4 წელზე ნაკლებ პერიოდში. შპს „ვანტი“ გამორჩეულია თავისი ზრდის სტაბილურობითა და სანდოობით. აქედან გამომდინარე, ფირმამ მოკლე დროში მოახერხა ქართულ სამშენებლო ბაზარზე თავის დამკვიდრება. შპს „ვანტში“ დასაქმებულია 200–ზე მეტი ადამიანი. რამოდენიმე მათგანს კომპანიის ხელშეწყობითა და დაფინანსებით გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები საზღვარგარეთ.

კომპანიის წარმატებებმა და მუდმივმა სწრაფვამ სიახლეებისაკენ საფუძველი ჩაუყარა საპროექტო – საკონსტრუქტორო ჯგუფის შექმნას, რომელიც წარატებით ახორციელებს ხიდების, გზებისა და სხვა სატრანსპორტო და სამოქალაქო ნაგებობების პროექტირებას.

2008 წელს ფირმამ წარმატებით განახორციელა თავისი პარტნიორის, ბრიტანული კომპანია „Mabey&Johnson”-ის კომპაქტური ხიდების მონტაჟი გორსა და ზემო აფხზაზეთში.

დღეს შპს „ვანტი“ ახორციელებს ნებისმიერი სახის საპროექტო – სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს; ლითონკონსტრუქციების მონტაჟს; არასტანდარტული მოწყობილობების დამზადებას და სამშენებლო მექანიზმებით მომსახურებას. კომპანიაში არსებობს მარკეტინგის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს ფირმის იმიჯის შექმნასა და მარკეტინგულ მომსახურებას.

შპს „ვანტის“ სამომავლო გეგმებს შეადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კონსტრუქციების შემუშავება, საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და წარმოების მოცულობის ზრდა დივერსიფიკაციის გზით. ფირმის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სამოქალაქო მშენებლობის განვითარება და სამშენებლო მასალების წარმოება.

Copyright © 2009 wanti.ge   Created by   STOPSTART